|
2016-07-12 10:28:35, 865 ნახვა
სხვადასხვა
კურტანიძე: საზოგადოებამ უნდა იაქტიუროს, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაჩქარდეს
ქონებრივი სამართლიანობის აღდგენის პროცესი 2012 წლიდან დღემდე მხოლოდ ერთეულ საქმეებს შეეხო. უამრავი ბიზნესმენი, რომელსაც კუთვნილი ქონება ან იძულების წესით ჩამოართვეს, ან სულაც საკუთარი ხელით "აჩუქებინეს" "ქართული ოცნების" მთავარი დანაპირების - სამართლიანობის აღდგენის შესრულებას დღემდე ელოდება. სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც პროკურატურაში შეიქმნა, მათი ხმამაღალი განცხადებებისა და ხმაურიანი პრეზენტაციის მიუხედავად, არც ისე შედეგიანი აღმოჩნდა. პროკურატურა ამას მტკიცებულებების არქონით ხსნის, საზოგადოების დიდი ნაწილი კი პროკურატურის არაეფექტური მუშაობით. რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას" თავისი ამომრჩევლისთვის, რომელიც მისგან ამ პირობის შესრულებას ელოდებოდა და რას პირდებიან 2016 წლის საპარლამენტო რჩევნებისთვის? ქონებრივი სამართლიანობის აღდგენის თემაზე "აიპრესი" საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ლუკა კურტანიძეს ესაუბრა „ იცით რომ თითეულ საქმეზე მიმდინარეობს ძიება. ძიების გარეშე სამართლებრივად ვერ იქნება სახელმწიფოსაგან სწორი, რაიმე გადაწყვეტილების მიღება. თითოეულ საქმეს ჭირდება ძალიან დიდი დრო და ამასთანავე დიდი თანხები“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლუკა კურტანიძემ ,,აიპრესთან“. კურტანიძე მიიჩნევს, რომ წართმეული ქონების მეპატრონეებისთვს დაბრუნება, ხანგრძლივი პროცესია და ამას 3 წელი არ ეყოფოდა. „ვფიქრობ ბევრი სუბიექტური და ობიექტური მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ თითოეულ საქმეს სჭირდება გამოძიება, იმისთვის რომ სრულფასოვანი ფაქტები და არგუმენტები არსებობდეს. 3 წელიწად ნახევარში ყველაფრის მოსწრება ვერ მოხერხდებოდა. მაგრამ ამასთანავე, საზოგადოების აქტიურობაც საჭიროა იმისთვის, რომ ეს მიძინებული ტკივილები არ იქნას უვადოდ გადადებული და დაჩქარებული იყოს ყველა პროცესი. პროკურატურაში უამრავი საჩივარია და თვითონ პროკურატურას არ ყოფნის ის რესურსი, რომელი რესურსიც დღეს მას გააჩნია საგამოძიებო კუთხით. ვგულისხმობ ადამიანურ რესურს. ამ ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა, რომ ეს საქმეები ამ დროში განიხილოს.“- განაცხადა ლუკა კურტანიძემ ,,აიპრესთან“.
წყარო: Ipress
(NS)
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)