|
2016-07-08 14:28:10, 758 ნახვა
სამხედრო
ვახტანგ კაპანაძე ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორი უკრაინელ კოლეგას შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსხახურის ინფორმაციით, უკრაინის არმიის გენერალ ვიქტორ მუჟენკოსთან შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ფართომასშტაბიანი ერთობლივი სწავლებების ჩატარებასა და საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე. საუბრის ერთ-ერთი თემა დაჭრილი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაცია იყო. უკრაინისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, საქართველოში ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსი 34-მა უკრაინელმა სამხედრომ გაიარა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, გენერალმა სტეფან პოლტორაკმაც უმასპინძლა. შეხვედრაზე გენერლებმა საქართველოსა და უკრაინას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გზები განიხილეს. ასევე ისაუბრეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე 24 აგვისტოს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე მიიწვია. ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი, ასევე, ესტუმრა ეროვნულ თავდაცვის უნივერსიტეტსა და ჟიტომირის სამხედრო ინსტიტუტს. კიევის შემდეგ გენერალ-მაიორი კაპანაძე ლვოვს ესტუმრა, სადაც სამხედრო სწავლებას „Rapid Trident 2016“ -ის მიმდინარეობას გაეცნო. გამოჩენილ ვიზიტორთა დღეს, სპეციალურად მოწვეული სტუმრებისთვის, საჩვენებელი სწავლება გაიმართა. სწავლებაში 13 ქვეყნის (უკრაინა, აშშ, კანადა, გაერთიანებული სამეფო, ბულგარეთი, ლიტვა, თურქეთი, რუმინეთი, საქართველო, მოლდოვა, პოლონეთი, ნორვეგია და შვედეთი) 1800-ზე მეტი, მათ შორის 8 ქართველი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. ლვოვში ვიზიტისას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი სახმელეთო აკადემიასაც ესტუმრა, სადაც აკადემიის რექტორმა უმასპინძლა.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)