10:49 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-05 17:30:22, 1390 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთში წყალდიდობის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ჩინეთის ცენტრალურ და სამხრეთ პროვინციებში ძლიერი წყალდიდობის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, სტიქიის გამო ჩინეთის 1,3 მილიონი მცხოვრები იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლები მიეტოვებინა.

როგორც Reuters წერს, წვიმით გამოწვეულმა წყალდიდობამ 40 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. დატბორილია 1,9 მილიონ ჰექტარი ნათესები. დაზიანებულია გზები, რამდენიმე სოფელი გარე სამყაროსგან მოწყვეტილი აღმოჩნდა.

რამდენიმე რეგიონში შეწყვეტილია სარკინიგზო მიმოსვლა.

ჩინეთის ხელისუფლების წინასწარი შეფასებით, წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალი 6 მილიარდ დოლარს აღწევს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოესი კვირის განმავლობაში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებზე წვიმა გაგრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics