23:47 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-03 12:25:14, 460 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი: ყველა ის ხარჯი, რომელიც ეკონომიკის ზრდაზე არ მუშაობს, შემცირებული იქნება

"ყველა ის ხარჯი, რომელიც ეკონომიკის ზრდაზე  არ მუშაობს, შემცირებული იქნება",-ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, კონკრეტულად თუ რა ხარჯები იქნება შემცირებული, იუსტიციის სამინისტრო ამ საკითხზე გეგმას 2 კვირაში დადებს.
"ეს იქნება იმ ხარჯების შემცირება, რომელიც არ რჩება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. ჩვენ იუსტიციის სამინისტროში უფრო სწრაფად დავხარჯავთ იმ თანხებს, რომელიც ეხება მშენებლობებს, რადგან ეს ის თანხაა, რომელიც ილექება ეკონომიკაში და ეხმარება ეკონომიკის დარგს. ყველა ის ხარჯი, რომელიც ეკონომიკის ზრდაზე არ მუშაობს, იქნება შემცირებული. გეგმას დავდებთ ორ კვირაში",-აღნიშნა თეა წულუკიანმა.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს,  მინისტრ ვახტანგ გომელაურის განმარტებით, სხვადასხვა დეპარტამენტი ხარჯების შემცირებაზე უკვე მუშაობს, თუმცა ჯერჯერობით არ საუბრობს, კონკრეტულად რომელ დეპარტამენტს შეეხება ქამრების შემოჭერის პოლიტიკა.
"ზუსტად ვერ გეტყვით შეცდომაში რომ არ შევიყვანოთ საზოგადოება. ამაზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები, დეპარტამენტები.აუცილებლად გაცნობებთ როცა მივიღებთ გადაწყვეტილებას.თუ რომელ კუთხეში მოხდება ფინანსების შემცირება.ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს",-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics