22:18 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-01 13:12:40, 994 ნახვა

სამართალი
ოთარ კახიძე: ჩატაევის გათავისუფლებაზე პასუხისმგებლობა თეა წულუკიანს ეკისრება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ოთარ კახიძის თქმით, ახმედ ჩატაევის გათავისუფლებაზე პასუხისმგებლობა მაშინდელ მთავარ პროკურორს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ეკისრება.

„საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გუშინ გააკეთა განცხადება, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, როდესაც ტერორიზმში ეჭვმიტანელი ახმედ ჩატაევი გაათავისუფლა. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ 2013 წლის 30 მაისის მდგომარეობით, საქართველოს პროკურატურას თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, მას ჰქონდა საშუალება გაეუქმებინა ქვემდგომი პროკურორის ის გადაწყვეტილები, რომელსაც არ ეთანხმებოდა. ასევე, შეეცვალა ეს გადაწყვეტილება.

ახმედ ჩატაევის გათავისუფლება ვითომდა მტკიცებულებების არ არსებობის გამო საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით მოხდა,  რის შემდეგაც მის მიმართ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა. აღნიშნულზე პირდაპირი პასუხისმგებლობა საქართველოს პროკურატურის მაშინდელ პირველ პირს, იუსტიციის მინსიტრ თეა წულუკიანს აქვს“, - აცხადებს კახიძე.

შეგახსენებთ, „როიტერსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახმედ ჩატაევი თურქეთში, ათათურქის აეროპორტში  მომხდარ ტერაქტში მონაწილეობდა, თუმცა მოგვიანებით, თურქეთის ხელისუფლებამ აღნიშნული უარყო.

აჰმედ ჩატაევი 2012 წლის აგვისტოში საქართველოში, ლაფანყურის ოპერაციის დროს დააკავეს. 2012 წლის დეკემბერში თბილისის სასამართლომ ჩატაევს პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. თურქული მედიის ცნობით, აჰმეთ ჩატაევი 2013 წელს “ისლმაურ სახელმწიფოს” შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში სამმა თვითმკვლელმა აიფეთქა თავი. ტერაქტს 43 ადამიანი ემსხვერპლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics