|
2016-06-25 18:20:37, 1016 ნახვა
სამართალი
თამარ ხულორდავა საფრანგეთის ადვოკატთა ასოციაციის წევრებთან ერთად N16 დაწესებულებას ესტუმრა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ხულორდავამ საფრანგეთის ადვოკატთა ასოციაციის დელეგაციას უმასპინძლა და N16 დაბალი რისკის პენიტენციური დაწესებულება დაათვალიერებინა. სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ადგილზე გაცნობა და გამოცდილების გაზიარება იყო. თამარ ხულორდავამ სტუმრებს დაწესებულების ბიბლიოთეკა, სასადილო, სპორტული მოედანი, კომპიუტერული სწავლებისა და ხანგრძლივი პაემნის ოთახები დაათვალიერებინა. დელეგაციის წევრები მსჯავრდებულებსაც გაესაუბრნენ. მინისტრის პირველმა მოადგილემ საფრანგეთის ადვოკატთა ასოციაციის წევრებს მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით შეფასებისა და გადანაწილების სისტემის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. „დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ საქართველოს პენიტენციური სისტემით, კონკრეტულად, ადვოკატების ურთიერთობით მსჯავრდებულებთან. გარდა ამისა, სტუმრებს ის პროგრამები და კურსები გავაცანით, რომლებიც მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნით ხორციელდება“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ. „აქ საუკეთესო პირობებია, რომელიც უმაღლეს სტანდარტს შეესაბამება. სამწუხაროდ, საფრანგეთში მსჯავრდებულებს ასეთი პირობები არ აქვთ, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა“, - განაცხადა საფრანგეთის ადვოკატთა ასოციაციის წევრმა მარგო პუგლიესმა. საფრანგეთის ადვოკატთა ასოციაციის ვიზიტი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით დაიგეგმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)