|
2016-06-24 18:21:25, 1210 ნახვა
ეკონომიკა
„ტერაბანკი“ მუშაობის პირველ თვეს აჯამებს
გაორმაგებული ზარები ცხელ ხაზზე, 67 %-ით გაზრდილი განაცხადების რაოდენობა, ბიზნესპარტნიორობის უამრავი ახალი შესაძლებლობა და ძალიან, ძალიან ბევრი დადებითი შეფასება - „ტერაბანკი“ მუშაობის პირველ თვეს აჯამებს. „ტერაბანკის“ ფინანსური სახლის გარემო და სრულიად განსხვავებული საბანკო მომსახურება ბანკის უკვე არსებულმა მომხმარებლებმა, როგორც ჩანს, კარგად მიიღებს. სახლის მსგავსი ბანკით დაინტერესდნენ ისინიც, ვინც მანამდე კორ სტანდარტ ბანკის მომხმარებლები არ იყვნენ. „უმაღლეს ქულას და შეფასებას ვაძლევ. იმდენად მომწონს, თუნდაც ფასადი, რომ ყოველ დილას სამსახურში წასვლისას ხელით ვანიშნებ ჩემს მეუღლეს და ვეუბნები - აი, ჩემი ბანკი. მე არასდროს არ ვგრძნობ, რომ ბანკის მიმართ რაიმე სახის დავალიანება მაქვს, პირიქით - აქ ძალიან თბილი გარემოა, ყურადღებიანი, მზურნველი“, - ამბობს ბანკის ბიზნესკლიენტი რიმა არველაძე. „პირველად ტელევიზიით ვნახე ბანკის ახალი ინტერიერი და ვიფიქრე, რომ ყველაფერი არარეალურად კარგად გამოიყურებოდა. თუმცა მალევე მომიწია ბანკში მოსვლა და მართლა გაკვირვებული დავრჩი. საერთოდ არ გავს აქაურობა ბანკს. რაც მთავარია თანამშრომლები არიან იმდენად სხარტები, რომ არ მიწევს მთელი დღის ბანკში გატარება “, - განმარტავს მურმან ძამუნაშვილი. ტერაბანკის ერთ-ერთი ძველი მომხმარებლის გიორგი მჭედლიშვილის განცხადებით, კი იგი კორ სტანდარტ ბანკის მომსახურებითაც კმაყოფილი იყო, თუმცა ცვლილებების მერე, ტერაბანკში მისთვის ყველაზე სასიამოვნო ის განწყობაა, რომელსაც თავად თანამშრომლები ქმნიან. 23 მაისს 17 წლიანი საბანკო მოღვაწეობის შემდეგ კორ სტანდარტ ბანკი ბაზარზე ახალი სახელით - ტერაბანკით გამოვიდა. რებრენდინგი, რომელიც ბიზნესსტრატეგიის ცვლილებამ და ძირითად სამიზნე სეგმენტად - მცირე და საშუალო ბიზნესის განსაზღვრამ განაპირობა, თითქმის ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მანამ, სანამ სახელი და გარემო შეიცვლებოდა, დაიხვეწა და განვითარდა საბნაკო პროდუქტები და პროცედურები, თანამშრომლებმა გაიარეს კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები და უცხოელმა კონსულტანტებმა იზრუნეს, რომ ქართველ მომხმარებელს მისთვის მანამდე უცნობი საბანკო გარემო და მომსახურება ტერაბანკისგან მიეღო. სწორედ მომხმარებლისთვის ყველაზე ახლო და უშუალო გარემო „სახლი“ აირჩია ტერაბანკის ძირითად იდეად და მთავარი საკომუნიკაციო მესიჯიც აქედან გაჩნდა - ჩემი ფინანსური სახლი. ფინანსურ სახლს წლის ბოლომდე დატვირთული სამუშაო გრაფიკი და დიდი გეგმები აქვს. პირველ ეტაპზე ბანკის 18-ვე ფილიალი საქართველოს მასშტაბით ტერაბანკის სახლის კონცეფციის მიხედვით გარემონტდება, დაემატება ახალი ფილიალები რეგიონებში და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით გაჩნდება ახალი ბანკომატები. შემოსული ზარების რაოდენობიდან გამომდინარე, იგეგმება ახალი კადრების აყვანაც, რათა მომხმარებელმა სასურველი მომსახურება უმოკლეს ვადაში მიიღოს. თუმცა ყველაზე საინტერესოა ის განახლებული საბანკო პროდუქტები და აქციებია, რომელსაც ტერაბანკი მომხმარებელს უახლოეს მომავალში შესთავაზებს.
(R)
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)