21:17 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-24 13:44:04, 994 ნახვა

სამართალი
თინა ხიდაშელი: გიგა ოთხოზორიას მკვლელისთვის შინაპატიმრობა საკმარისი არ არის

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელის განცხადებით, გიგა ოთხოზორიას მკვლელისთვის შინაპატიმრობა არ არის საკმარისი და ის კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.

ამის შესახებ ხიდაშელმა ჟურნალისტებს ქუთაისში, კადეტთა სკოლა-ლიცეუმში ვიზიტისას განუცხადა.

„ეს ბოლო წლების განმავლობაში ალბათ  ერთ-ერთი ყველაზე ცინიკური მკვლელობაა, რომლის შესახებაც ჩვენ გვსმენია და გვინახავს. ასეთი ადამიანებისთვის ხელის დაფარება არავის არ მატებს ღირსებას. როგორი დე-ფაქტო თუ თვითაღიარებულიც არ უნდა იყო, არსებობს ელემენტარული ამბები, რომელსაც ყოველთვის მნიშვნელობა აქვს და ანგარიში უნდა გაუწიო. ასეთი სისასტიკით ჩადენილი მკვლეობაზე პასუხი არის ცალსახა და ის ადამიანი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს, იმის მიუხედავად ჩვენ ვაღიარებთ თუ არ ვაღიარებთ აფხაზეთის კანონებს. ეს არის ელემენტარული ადამიანური ღირსების საქმე, რომ ასეთ მკვლელობას ადეკვატური პასუხი გასცე. ვფიქრობ, რომ შინაპატიმრობა საკმარისი არ არის, მაგრამ კარია, რომ ამ ამბავს რეაგირება მოჰყვა. იმედი მაქვს, დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ადეკვატურები იქნებიან“,  - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics