|
2016-06-24 01:24:48, 2558 ნახვა
სამართალი
პატრულის დევნის შედეგად, თბილისში ცნობილი მოტოციკლისტი ექიმი გარდაიცვალა
საპატრულო პოლიციის ოთხი ეკიპაჟი, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სწრაფად მიმავალი მოტოციკლის დევნას ახორციელებდა. მუსკომედიის თეატრთან, მუშტაიდის ბაღის ასახვევთან, მოტოციკლეტისტი "დაიჰაცუს" მარკის ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, მოტოციკლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც მოგვიანებით (დილით) გახდა ცნობილი, გარდაცვლილი თორნიკე სუხიაშვილია, ყელ-ყურის ახალგაზრდა ექიმი. დაშავდნენ ავტომობილში მსხდომი მგზავრებიც. სასწრაფო დახმარების მანქანებმა ისინი თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს. როგორც "ექსპრესნიუსს" სასწრაფოს ექიმებმა უთხრეს, მოტოციკლის მძღოლის ტრავმები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი იყო. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა "ექსპრესნიუსს" განუცხადეს, რომ მოტოციკლის მძღოლი არასრულწლოვანი იყო და მათივე ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში. აღმოჩნდა, რომ მოტოციკლის მძღოლი არც არასრულწლოვანი იყო და პატრულს მხოლოდ იმიტომ გაექცა რომ მართვის მოწმობა ჩამორთმეული ჰქონდა, აღნიშნულ საკითხზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.
ფოტო შემთხვევის ადგილიდან
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)