|
2016-06-18 13:25:34, 1036 ნახვა
სამართალი
22 წლის გოგონა, რომელსაც გუშინ ანაკლიის პოლიციის უფროსი დაეჯახა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება
22 წლის სალომე აქირთავას მდგომარეობა, რომელსაც გუშინ ანაკლიის პოლიციის უფროსი დაეჯახა, სტაბილურად მძიმეა. სალომე აქვირთავა მკურნალობის კურსს დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადის. ექიმების ცნობით, იგი ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. არსებული ინფორმაციით, გუშინ, დედა-შვილი ანაკლიაში გაჩერებაზე იდგა და ზუგდიდისკენ მიმავალ ავტობუსს ელოდებოდა, რა დროსაც სალომე აქირთავას მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა. ანაკლიის პოლიციის უფროსმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე უკვე დატოვა. მომხდარს პროკურატურა იძიებს. როგორც "ექსპრესნიუსს" მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)