19:39 - 27 May, 2026
|
2016-06-17 16:33:43, 1027 ნახვა
სამართალი
ანაკლიის პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა
ანაკლიის პოლიციის უფროსმა გამოძიების დასრულებამდე თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. მათივე ცნობით, პაპუნა დიდიშვილი პოსტიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა. შეგახსენებთ, ანაკლიის პოლიციის უფროსი პაპუნა დიდიშვილი ავტომანქანით ახალგაზრდა ქალბატონს დაეჯახა. ის მრავლობითი მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფაქტს პროკურატურა იძიებს. როგორც "ექსპრესნიუსს" მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)