|
2016-06-16 19:49:35, 1098 ნახვა
სამართალი
მონიტორინგის ოფიცრებმა უკანონოდ გამოწერილი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების ფაქტი გამოავლინეს
ქ. ქუთაისში, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების ოფიცრებმა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების მონიტორინგის მიზნით, ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებზე გადაამოწმეს ავტომანქანა, რომლითაც ხორციელდებოდა ერთ-ერთი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება. გადამოწმების დროს გამოვლინდა, რომ საწარმოს მიერ სამ ფიზიკურ პირზე არაერთგზის იყო გამოწერილი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის მიწოდებაზე. შესაბამისად, საქონლის რაოდენობიდან და ღირებულებიდან გამომდინარე, მონიტორინგის სამმართველოს ოფიცრებმა მიიჩნიეს, რომ ზემოხსენებული სამი ფიზიკური პირი სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით. მათ ფიზიკური პირების მიმართ შეადგინეს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის შესაბამისად. ზემოთ აღნიშნულმა ფიზიკურმა პირებმა მიმართეს შემოსავლების სამსახურს საჩივრით, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ არ ახორციელებენ არანაირ სამეწარმეო საქმიანობას და არ იყვნენ ინფორმირებულები თავიანთ სახელზე გამოწერილ ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებებთან დაკავშირებით. მონიტორინგის ოფიცრებმა გადაამოწმეს ზემოხსენებული შპს-ის მიერ გამოწერილი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები და გამოავლინეს, რომ საწარმოს მიერ გარკვეულ პერიოდში გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ 75 ფიზიკურ პირზე გამოწერილია 1666 ერთეული მიწოდების ოპერაციის ამსახველი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 328 926,3 ლარს. შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271–ე მუხლის მე–7 ნაწილის გათვალისწინებით, საქმეზე არსებული მასალები გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)