|
2016-06-15 15:42:51, 1120 ნახვა
სამართალი
ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ვალერი გელაშვილის ცემის ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა გასცა
ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე დაიკითხა. როგორც ოქრუაშვილმა განაცხადა, გელაშვილის ცემის ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა გასცა. "გელაშვილის საჯარო განცხადებებს უკავშირდებოდა სააკაშვილის თხოვნა. მე მთხოვა ანგარიშსწორება მომეხდინა გელაშვილზე. მოტივი არ უნდა გამოჩენილიყო. მე ვისმენდი, მერაბიშვილი აქეზებდა და აგულიანებდა, ეუბნებოდა თუ ერთხელ ასეთი რამე პრეზიდენტის მიმართ ვინმემ გაბედა, სხვებიც გაბედავენო. ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩენილიყო და გარკვეული ზომები უნდა მიგვეღო. მეორე შეხვედრაზე სააკაშვილის გადარწმუნებას ვცდილობდი, მაგრამ აზრი არ ჰქონდა. მესამე შეხვედრა კი პოსტფაქტუმ შედგა და დავრწმუნდი სააკაშვილის საუბრიდან გამომდინარე, რომ დავალება მერაბიშვილმა შეასრულა",-განაცხადა ოქრუაშვილმა. ცნობისთვის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეში ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და სპეცოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუა არიან ბრალდებულები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)