|
2016-06-14 21:55:09, 2951 ნახვა
სპეციალური ანონსი
15 ივნისის სპეციალური ანონსი
15 ივნისს, 09:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობა თბილისში, სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის საერთაშორისო კონფერენციას გამართავს. 15 ივნისს, 10:00 სთ-ზე, სასტუმროში Radisson Blue Iveria, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში გამართავს საჯარო დისკუსიას თემაზე „სახელმწიფოს მზაობა ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფებისთვის - რა შეიცვალა თბილისის ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე“. დასწრება თავისუფალია. საკონტაქტო პირი: მანანა ტატიშვილი 599459101 15 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, მოსამართლე დიანა ფარქოსაძის მონაწილეობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ მოქალაქე როლანდ ბლადაძის სარჩელზე, სასამართლო სხდომას განაახლებს. 15 ივნისს, 11.00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური მდივანი, პოლიტსაბჭოს წევრი მანუჩარ მაჩაიძე „საქართველოს პატიოტთა ალიანსის“ დატოვებასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს. 15 ივნისს, 11:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ თავმჯდომარე თეიმურაზ ხაჩიშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებს. 15 ივნისს, 11:00 საათზე, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საარჩევნო შტაბის უფროსს წარადგენს. 15 ივნისს, 11:00 საათზე, ”ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ხელმძღვანელი ლაშა კილაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. 15 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე, ”UNICEF”-ის ხელმძღვანელი საშა გრაუმანი და დეველოპერული კომპანია M2-ს დირექტორი ირაკლი ბურდილაძე, ბრიფინგს გამართავს. 15 ივნისს, 13:00 საათზე, სასტუმრო ''თბილისი მერიოტის'' საკონფერენციო დარბაზში მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფი საზოგადოებას გააცნობს „ეროვნული თანხმობის პარლამენტის“ ფორმირების კონცეფციას. 15 ივნისს, 14:00 საათზე, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” ევროპის ფონდი გამართავს ანგარიშის პრეზენტაციას რეგიონებში „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება: საქართველოს ხელისუფლების მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის შეფასება“. 15 ივნისს, 16:00 საათზე, სამედიცინო ცენტრ ”ურანტის” ხელმძღვანელი ზურაბ სიხარულიძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინ აქციას გამართავს. 15ივნისს, 17:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში სისხლის დონორის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)