|
2015-01-09 09:46:56, 3114 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი რიგაში კონფერენციაზე - ევროპის განვითარების წელი სიტყვით გამოვა
"ევროპის განვითარების წელი" – ასე ჰქვია საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც დღეს რიგაში ოფიციალურად გაიხსნება. კონფერენციაზე, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის და ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ასევე სხვა საერთაშორისო, არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენელები დაესწრებიან, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გმოვა. კონფერენციის მონაწილეები ისაუბრებენ იმ თანამშრომლობაზე, რომელიც აუცილებელია მსოფლიოს განვითარების გზაზე და განიხილავენ ზომებს, რომლებიც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ,,ევროპის განვითარების წლის“ ფარგლებში უნდა მიიღონ. 1983 წლიდან, ევროკავშირის ინიციატივით, ყოველი წელი კონკრეტული სფეროს განვითარებას ეძღვნება. 2015 წელი არის ევროპის განვითარების წელი, რომლის განმავლობაში ევროკავშირი ორიენტირებული იქნება საერთაშორისო განვითარების პოლიტიკაზე. კონფერენციას ლატვია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე სახელმწიფოს სტატუსით მასპინძლობს. საქართველოს მთავრობის მეთაური საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას ლატვიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მიიღებს. დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრები ლატვიის პრეზიდენტ ანდრის ბერჟინსთან, ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარე ინარა მურნიეცესთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩსთან. ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს სამთავრობო დელეგაციას ლატვიის პრემიერ-მინისტრი ლაიმდოტა სტრაუიუმა სამუშაო ლანჩზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს სამთავრობო დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე შედიან.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)