|
2016-06-13 10:15:02, 900 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერ-მინისტრი: 2008 წლის შემდეგ, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უპრეცედენტო ზრდა დაფიქსირდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საგრძნობლად მატულობს. მისივე შეფასებით, აღნიშნული ფაქტი ქვეყანაში არსებულ სტაბილურობაზე და გაუმჯობესებულ ბიზნეს-გარემოზე მიუთითებს. „პირველ კვარტალში იყო უპრეცედენტო ზრდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა 2008 წლის შემდეგ, 376 მილიონი დოლარი, ეს არის მართლაც სასიხარულო რიცხვი, აქედან ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა არის პირველ ადგილზე, საფინანსო სექტორი, შემდეგ უკვე მოდის ენერგეტიკის სექტორი და პირველი ინვესტორი ქვეყანა დაფიქსირდა აზერბაიჯანი, მეორე ადგილზეა თურქეთი, ხოლო მესამე ადგილს გაერთიანებული სამეფო იკავებს და ძალიან სასიხარულოა, რომ შეინიშნება ასეთი მართლაც და მნიშვნელოვანი მატება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების. რაც ბევრ რამეზე მიუთითებს-სტაბილურობაზე, გაუმჯობესებულ ბიზნეს-გარემოზე, ინვესტორების მხრიდან საქართველოს, როგორც კარგი საინვესტიციო მიმართულების ჩამოყალიბებაზე და დანახვაზე, ასევე,რა თქმა უნდა, ეკონომიკური გუნდის და ბლოკის ძალიან კარგად მუშაობაზე, რაც ვფიქრობთ,რომ სასიხარულოა”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)