06:43 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-10 12:47:24, 1236 ნახვა

მსოფლიო
ბარაკ ობამამ ავღანეთში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შესაძლებლობების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ავღანეთში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შესაძლებლობების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ სააგენტო Reuters პენტაგონსი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მედიის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბარაკ ობამამ “თალიბანის” წინააღმდეგ ბრძოლაში ავღანეთის ძალების დასახმარებლად მიიღო.

როგორც Reuters წერს, უფლებამოსილების გაზრდის შედეგად შესაძლოა, ავღანეთში ამერიკული ავიაციის უფრო აქტიური გამოყენება მოხდეს. თეთრი სახლის ამ გეგმებს ავღანური ძალების წარუმატებლობას უკავშირებენ. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში "თალიბებმა" ქვეყნის სამხრეთ ნაწილში რამდენიმე რაიონი დაიკავეს.

ამასთან, მედია საშუალების ინფორმაციით, ავღანეთში დისლოცირებული ამერიკელი სამხედროები საბრძოლო მოქმედებებში უშუალო მონაწილეობას კვლავ არ მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ ავღანეთიდან ნატო-ს ძირითადი კონტინგენტი 2014 წლის ბოლოს გაიყვანეს. თუმცა ქვეყანაში “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის ფარგლებში ამ დრომდე დაახლოებით 12 ათასი ამერიკელი სამხედრო რჩება, ასევე ნატო-ს სხვა წევრი და პარტნიორი ქვეყნების ჯარისკაცები, მათ შორის ქართველი სამხედროებიც.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics