|
2016-06-08 10:57:16, 1029 ნახვა
ეკონომიკა
საბაჟო კონტროლისაგან მალულად, დიდი ოდენობით თამბაქოს ნაწარმის შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით თამბაქოს ნაწარმის შემოტანის ფაქტზე, მიხეილ ლეჟავა დააკავა, ხოლო ირაკლი ნაფეტვარიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. ამის შესახებ საგამოძიებო უწყების განცხადებაშია აღნიშნული: „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით თამბაქოს ნაწარმის შემოტანის ფაქტზე, მიხეილ ლეჟავა დააკავა, ხოლო ირაკლი ნაფეტვარიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიიდან უნდა მოეხდინათ თამბაქოს ნაწარმის რე-ექსპორტი, გაიარეს საბაჟო პროცედურები ფოთის „გეზში“, დაილუქა ავტომანქანა, რომელსაც უნდა გადაეკვეთა საქართველო - რუსეთის საზღვარი. ბრალდებულებმა, თამბაქოს ნაწარმის საქართველოში უკანონოდ, კონტრაბანდული გზით დატოვების მიზნით, ავტომანქანა მიიყვანეს წინასწარ განზრახულ ადგილზე, ლუქის დაუზიანებლად გახსნეს ავტომანქანა და ტვირთი დატოვეს საქართველოში, ხოლო საბაჟო გამშვები-პუნქტი, „ყაზბეგის“ გავლით რუსეთის ფედერაციაში გადასვლას დალუქული, ცარიელი ავტომანქანით გეგმავდნენ. აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე - 5 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)