|
2016-06-02 13:06:39, 1307 ნახვა
მსოფლიო
რუსები ქვეყნის მთავარ მტრებად აშშ-ს, უკრაინასა და თურქეთს მიიჩნევენ
რუსებმა ქვეყნის მთავარი მტრები და მეგობრები დაასახელეს. როგორც სოციოლოგიური კვლევებით გაირკვა, რუსეთის მოქალაქეებს ქვეყნის მთავარ მტერ სახელმწიფოებად, აშშ, უკრაინა და თურქეთი მიაჩნიათ. გამოკითხვა "ლევადა-ცენტრმა" ჩაატარა. გამოკითხულთა 72% მიიჩნევს, რომ რუსეთის მთავარი მტერი ამერიკის შეერთებული შტატებია. მეორე ადგილი 48%-ით უკრაინამ დაიკავა (2015 წელს უკრაინას მტრად მხოლოდ 37% ასახელებდა). მესამე ადგილზე კი, თურქეთია - 29%-ით, გასულ წელს თურქეთს მტრად რუსეთის მხოლოდ 1% მიიჩნევდა. (სავარუდოდ ამის მიზეზი რუსეთ-თურქეთს შორის გამწვავებული ურთიერთობებია). რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის მთავარ მეგობრებად ბოლორუსი, ყაზახეთი და ჩინეთი მიიჩნიეს. გამოკითხულთა 70% უარყოფითადაა განწყობილი აშშ-ის მიმართ და 62% უარყოფითადაა განწყობილი ევროკავშირის მიმართ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)