|
2016-06-01 17:52:15, 821 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტრომ კერძო კომპანიებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კერძო კომპანიებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტებს უწყების სახელით ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ მოაწერა. „დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა არ არის მხოლოდ სახელმწიფოს ვალდებულება. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ კერძო სექტორს კარგად ესმის სოციალური პასუხისმგებლობა და გვიერთდება თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებსა და მათ ოჯახის წევრებზე ზრუნვაში. ეს არის რამდენიმე ინიციატივა, შეთანხმება რამდენიმე კერძო ბიზნესის მფლობელთან, რომლებიც გვთავაზობენ კონკრეტულ სერვისებს. ჩვენი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები შეღავათიანი პირობებით ისარგებლებენ“,- განაცხადა ანა დოლიძემ. მემორანდუმის საფუძველზე კომპანია „ჰოთელს ენდ პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ მოსამსახურეებს სასტუმროს რეკრეაციული ცენტრის უფასო სერვისებს შესთავაზებს. „სასტუმრო „ჰოთელს ენდ პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ დღეს ძალიან ამაყია, რადგან თანამშრომლობას იწყებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან. ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაჭრილ სამხედროებსა და ომის ვეტერანებზე ზრუნვა. ჩვენი სასტუმრო შესაძლებლობას იყენებს და მომსახურებას ყველა ქართველ დაჭრილ სამხედროსა და ომის ვეტერანს სთავაზობს. თითოეულ მათგანს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და ვიმედოვნებთ, რომ ისინი ჩვენ სასტუმროსა და სატრენაჟორო დარბაზში მალე გვეწვევიან“,- განაცხადა სასტუმრო „ჰოთელს ენდ პრეფერენს ჰუალინგ თბილისის“ გენერალურმა მენეჯერმა პიტერ ლილვიკმა. კონკრეტული შეთავაზებების ნუსხა აქვთ სხვა კომპანიებსაც: კლინიკა „ეკა დენტი“ - სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს მაღალხარისხიანი, უფასო სტომატოლოგიური სერვისით მოემსახურება, „ალგანი დენტი“ დაშავებულ სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებს 50%-იანი ფასდაკლებით გაუწევს სტომატოლოგიურ სერვისს. ხოლო, „ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი მზერა“ ანოფთალმიის პრობლემის მქონე დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს ოფთალმოლოგიურ მომსახურებას უფასოდ გაუწევს. კიდევ ერთი კომპანიის „კაპიტალ ქლინინგ სერვისის“ შეთავაზება ვაკანისებს ითვალისწინებს. დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, დამლაგებლის, ვიტრაჟების მწმენდავის, მებაღის, მძღოლის ვაკანსიებზე დასაქმდნენ.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)