|
2016-05-23 14:08:15, 721 ნახვა
სამხედრო
ქართულმა ქვედანაყოფმა ნატოს შეფასების II დონე წარმატებით დაასრულა
საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეული ნატოსთან სრულად თავსებადი გახდა და მომდევნო სამი წლის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში, მას ნატოს სწრაფი რეაგირების დანიშნულებით გამოიყენებენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატოს შეფასების II დონის წარმატების გავლის შესაბამის დოკუმენტს დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ, ეროვნული შეფასების ჯგუფის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვახტანგ ქარცივაძემ და ნატოს მონიტორთა ჯგუფის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა დომინიკ სეზარიმ ხელი ოფიციალურად მოაწერეს. „საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ასეული ოფიციალურად იყო წარდგენილი ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების შემადგენლობაში. 2015 წლიდან ის, პრაქტიკულად, მონაწილეობდა ნატოს რეაგირების ძალების სხვადასხვა ღონისძიებებში, მაგალითად, ნატოს ეგიდით წარმოებულ საერთაშორისო სწავლებებში. დღეს სერტიფიცირების ფორმალური მხარე დასრულდა. ამ ასეულმა გაიარა ჩვენი შიდა შეფასების, აგრეთვე ნატოს შეფასების რამდენიმე დონე. ასეული არის საბრძოლო მზადყოფნაში იმისათვის, რომ მიიღოს მონაწილეობა ნატოს მიერ წარმოებულ ნებისმიერ ოპერაციაში ნატოს რეაგირების ძალების ფარგლებში, თუ ნატო ჩათვლის ამას საჭიროდ“, - აღნიშნა პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ. საჩვენებელი სწავლების მიმდინარეობას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე უშუალოდ აკვირდებოდნენ.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)