|
2016-05-20 09:27:54, 835 ნახვა
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრო კონკურსს აცხადებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - “შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში” – აცხადებს ღია კონკურსს ყველა დაინტერესებული პირისთვის თემაზე: პროექტის სლოგანი. უწყების ინფორმაციით, პროექტი - “შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში” ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, შსს-ს აკადემიასთან თანამშრომლობით. პროექტს სრულად აფინანსებს ევროკავშირი. პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოში ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა, ოჯახში ძალადობისა და მისი შედეგების აღმოფხვრა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და ინფორმირების გზით. „კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის თემატიკაზე შექმნილი სლოგანი, არაუგვიანეს 2016 წლის 8 ივნისისა. ელექტრონული ფოსტის მისამართია: dv.geeu@gmail.com შეფასების კრიტერიუმები: თემატიკასთან შესაბამისობა; ინფორმატიულობა; ლაკონურობა; კრეატიულობა; მარტივად დასამახსოვრებელი სლოგანი. ინტელექტუალური საკუთრება: გამარჯვებული სლოგანი ხდება პროექტის საკუთრება და შესაბამისად, პროექტს უფლება აქვს შეცვალოს/გამოიყენოს სლოგანი მისი შეხედულებისამებრ, ნებისმიერი მიზნებისთვის“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. კონკურსის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებული სლოგანის ავტორი დაჯილდოვდება ლეპტოპით.
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)