05:38 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-24 19:22:54, 1187 ნახვა

ეკონომიკა
„ზედაზენმა“ დიეტური ლიმონათის წარმოება დაიწყო

"საქართველოს ლუდის კომპანია" -  "ზედაზენი"  დიეტური ლიმონათის ჩამოსხმას იწყებს. 

როგორც დღეს გამართულ პრეზენტაციაზე კომპანიის კომერციულმა დირექტორმა, კახა პაიჭაძემ განაცხადა, დიეტური სასმელი მათ კონკურენტ კომპანიებსაც აქვთ, თუმცა იგი განმარტავს, რომ „ზედაზენის" ლიმონათს „დიეტური გემო" არ აქვს და ნულკალორიანი ლიმონათს არასასიამოვნო გემოც არ ახასიათებს.

 „ზედაზენის" დიეტური ლიმონათი ქართულ ბაზარზე უკვე გამოჩნდა. 

ლიტრიანი ბოთლის ფასი 1 ლარამდე, ხოლო ორლიტრიანის - 1.80 ლარამდე იქნება.
კომპანია ამ ეტაპზე სამი სახეობის: მსხლის, ტარხუნისა და საფერავის არომატის ლიმონათს აწარმოებს. 

„ამიერიდან ყველას, ვინც ზრუნავს საკუთარ გარეგნობაზე და აკონტროლებს კალორიების მიღების დღიურ ნორმას, შეეძლება შეუზღუდავად ისიამოვნოს ზედაზენის დიეტური ლიმონათით. დიეტური ზედაზენის მოხმარება შაქრიანი დიაბეტის მქონეთათვისაცაა დასაშვები. მთავარი სიახლე არის ის, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ გემოზე, მოგეხსენებათ, რომ დიეტურ ლიმონათებს რაღაცნაირი გემო აქვს, თუმცა ჩვენს ახალ ლიმონათს ეს არ ახასიათებს“, - აცხადებენ კომპანიაში.

კომპანიის თანამშრომლებმა ცნობილ სახეებსა და ჟურნალისტებს საშუალება მისცეს, ქარხანაში  დიეტური ლიმონათის ჩამოსხმის პროცესი თავად ენახათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics