05:40 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-17 11:33:06, 990 ნახვა

სხვადასხვა
ზღვის ფსკერზე 1600 წლის წინ ჩაძირული გემი აღმოაჩინეს

ისრაელში, ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე მყვინთავებმა უნიკალური, 1600 წლის წინ ჩაძირული გემი აღმოაჩინეს. 

წინასწარი ინფორმაციით, გემი სავარაუდოდ,  ვაჭრებს ეკუთვნოდათ, რადგან მასზე ბრინჯაოს ქანდაკებები და მონეტები აღმოაჩინეს.

არტეფაქტები გვიან რომაულ პერიოდს განეკუთვნება და არქეოლოგების თქმით, მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა იმ პერიოდის ვაჭრობისა და ნაოსნობის შესახებ.

როგორც არქეოლოგები ვარაუდობენ, გემი შტორმის დროს ჩაიძირა, 16 საუკუნის შემდეგ კი, ის ორმა მყვინთავმა აღმოაჩინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics