12:22 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 16:07:19, 951 ნახვა

სამართალი
სექსუალური შევიწროვება შესაძლოა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად გამოცხადდეს

სექსუალური შევიწროვება, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დროს, შესაძლოა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად გამოცხადდეს.

აღნიშნულს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები  ითვალისწინებს.

კანონპროექტის თანახმად, შრომითი ურთიერთობებისას სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს, ან იწვევს პირის ღირსების შელახვას, ან მისთვის დამამცირებელი, მტრული, ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას - გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

 თუ ეს ქმედება ჩადენილი იქნება, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში - გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. თუ შრომითი ურთიერთობებისას სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, ან ფიზიკური ქცევა, ჩადენილი იქნება სამსახურებრივად დაქვემდებარებული პირის მიმართ, - გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო თუ აღნიშნული ქმედება, ჩადენილი იქნება ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით.  ცვლილებების თანახმად, სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს, ან იწვევს პირის ღირსების შელახვას, ან მისთვის დამამცირებელი, მტრული, ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. თუ აღნიშნული ქმედება, ჩადენილი იქნება ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში,  პირი1000 ლარის ოდენობით თანხით  დ აჯარიმდება.

 კანონპროექტის ინიციატორები „რესპუბლიკური“ პარტიის წევრები თამარ ხიდაშელი და თამარ კორძაია არიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ამერიკელი მედიამაგნატი Vogue, The New Yorker,-ს მფლობელი დონალდ ნიუჰაუსი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics