19:28 - 25 May, 2026
|
2015-02-23 12:08:32, 570 ნახვა
პოლიტიკა
შავლიაშვილი ახალი ხელისუფლების დროს საქართველოში შემოსულ ინვესტორებს ვერ ასახელებს
მინისტრები ახალი ხელისუფლების დროს საქართველოში შემოსულ ინვესტორებს ვერ ასახელებენ. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ინვესტორებთან დაკავშირებული საკითხები ფინანსთა სამინისტროს პრეროგატივაა, რადგან კონკრეტულ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებს აღნიშნული უწყება აწარმოებს. "ინვესტორები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, ვინც შემოსულები არიან, ყველა მუშაობს ჩვენთან. კონკრეტულად ვერ ვიხსენებ. ეს არის ფინანსთა სამინისტროს პრეროგატივა, რადგან კონკრეტულ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებას ეს უწყება აწარმოებს", - აღნიშნა შავლიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)