19:27 - 25 May, 2026
|
2015-02-23 10:44:22, 537 ნახვა
პოლიტიკა
ნოდარ ხადური: ქამრების შემოჭერა საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის შემცირებას არ გულისხმობს
საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, ქამრების შემოჭერა შტატების შემცირებასა და საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის შემცირებას არ გულისხმობს. როგორც ხადურმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა, ქამრების შემოჭერა, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას გულისხმობს. "ქამრების შემოჭერა არ გულიხმობს არც შტატების შემცირებას და არც საჯარო მოხელეებისათვის ხელფასის შემცირებას. არის სხვა უამრავი ადმინისტრაციული ხარჯი, რომელთა შემცირებაც შესაძლებელია",-განაცხადა ნოდარ ხადურმა. შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ვინაიდან, ლარის გაუფასურებამ მოქალაქეების ჯიბეზე ნეგატიური გავლენა იქონია, მზად არიან, ქამრები შემოიჭირონ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)