|
2015-02-23 09:59:49, 462 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა პეტრო პოროშენკო საქართველოში მოიწვია
საქართველოს პრეზიდენტმა კიევში ვიზიტის ფარგლებში, როგორც პირისპირ ასევე გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა უკრაინელ კოლეგასთან პეტრო პოროშენკოსთან გამართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებში არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. ლიდერებმა გუშინ ხარკოვში მომხდარ აფეთქებაზეც ისაუბრეს. გიორგი მარგველაშვილმა პეტრო პოროშენკოს საზარელი შემთხვევის გამო მიუსამძიმრა. აღინიშნა დღევანდელი ღონისძიების-„ღირსების მარშის“ მნიშვნელობა. „ბედნიერები ვართ, იმის ხილვით, თუ როგორი ერთიანი იყო დღეს უკრაინა; და არა მხოლოდ უკრაინა, არამედ უკრაინის ყველა მეგობარი გაერთიანდა იმ ღირებულებებისათვის, რომელთაც თქვენ ასე მტკიცედ იცავთ. ეს იყო შთამბეჭდავი დღე, არა მხოლოდ უკრაინელებისთვის, არამედ, მე მჯერა, ყველასათვის, ვინც მონაწილეობდა „ღირსების მარშში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. უკრაინის პრეზიდენტმა კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი აფასებს და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო დელეგაციის მონაწილეობა დღეს კიევში გამართულ ღონისძიებებში. შეხვედრის ძირითადი თემა უკრაინაში შექმნილი ვათარება, ასევე რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო. საუბარი შეეხო ამ მიმართულებით საქართველოსა და უკრაინის გამოცდილების პარალელებს. პეტრო პოროშენკომ გიორგი მარგველაშვილს აღმოსავლეთ უკრაინაში ფრონტის ხაზზე მიმდინარე მოვლენები გააცნო და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობით დაინტერესდა. შეხვედრისას მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს სახელმწიფოთა თანადგომის მნიშვნელობა. საუბარი შეეხო უკრაინა-საქართველოს საერთო ინტერესებს ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულების იმპლემენტაციის გზებზე, ასევე რიგის სამიტის საერთო პერსპექტივებზე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს სახელმწიფო ინსტიტუტების ყველა დონეზე თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობასაც. საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია, რაზეც პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ მას დიდი სურვილი აქვს საქართველოში სტუმრობის და აუცილებლად ეწვევა თბილისს, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემა.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)