|
2016-04-26 17:03:11, 875 ნახვა
სამართალი
ჩხარტიშვილის საქმის სკანდალური დეტალები
ლონდონის სამეფო სასამართლოს მოსამართლე პიტერ სმიტმა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის სარჩელი დააკმაყოფილა. პატარკაციშვილებმა ვანო ჩხარტიშვილის მიერ მითვისებული აქტივების დაბრუნებას დიდი ბრიტანეთის სასამართლოში მიაღწიეს. სადავო აქტივები ოჯახმა სამართლებრივად დაიბრუნა. მათ შორის ერთ ერთი ეპიზოდის შესახებ მოსამართლე პიტერ სმიტი საბოლოო გადაწყვეტილებაში წერს: ,,ვანო ჩხარტიშვილი ჩვენებას იძლეოდა დაახლოებით 4 დღის მანძილზე, ის ჯვარედინად დაიკითხა ადვოკატ სმოუჰას მიერ. მან განაცხადა, რომ ,,ფოთის წისქვილქარხნის“ ვალები დაახლოებით 5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, შესყიდვა სწრაფად განხორციელდა ისე, რომ სათანადო იურიდიული და ფინანსური მდგომარეობის შემოწმება არ ჩატარებულა. კრედიტორებმა გაიგეს, რომ საკონტროლო წილის მფლობელი მილიარდერი ბადრი პატარკაციშვილი იყო, დაიწყეს მისი შეწუხება და მის სახლთან საპროტესტო აქციების გამართვა. ამის გამო მოხდა შეთანხმება, რომ იგი ერთპიროვნულად იქნებოდა პასუხისმგებელი ,,ფოთის წისქვილქარხნის“ განვითარებაზე და რეალიზაციიდან ამონაგები, მათ შორის 50/50-ზე გაიყოფოდა.“ მოსამართლე პიტერ სმიტი დასკვნაში, ასევე, წერს: „ვანოს ჩვენებიდან საბოლოოდ ვადგენ, რომ ,,ფოთის წისქვილქარხანის“ ბენეფიციარი მფლობელი ბადრი იყო, მაგრამ ვანოს მისცა კომპანიის მართვის უფლება და შრომის ანაზღაურების სახით მოგების 50 % -ს მიიღებდა. ,,ფოთის წისქვილქარხანაში~ ვანოს ფული საერთოდ არ ჩაუდია და მაინც ბოლოს ბენეფიციარი მფლობელი ის გახდა. მის ჩვენებას არ ვიზიარებ, ჩემი აზრით, ვანომ ჩვენება მოიგონა იმის საჩვენებლად, რომ მან იკისრა ვალდებულება და ამრიგად, შეცვალა გარიგებები. მანამდე პროექტში, ფული ჩადო ბადრიმ ხოლო სამუშაო გაწია ვანომ. ეს იყო მცდელობა ყველა წილის მითვისების გამართლებისა. ჩემი აზრით, ფოთის „წისქვილქარხანასთან“ დაკავშირებული გარიგებები იყო ისე, როგორც მოსარჩელეების პოზიციაშია დაფიქსირებული. კერძოდ, ბადრიმ საწყისი თანხა 1,5 მილიონი დოლარის ოდენობით ჩადო და ეს კომპანია მის საკუთრებაში იყო „ნაილ ტრასტის“ მეშვეობით, ვანოს ამოცანა კი გახლდათ, ბადრის სესხის დაფარვის შემდეგ, მოგების ნახევარის მიღება.“ ამ და სხვა აქტივებზე ლონდონური დავის შესახებ ვრცელ სტატიას გაზეთი ,,ალია” აქვეყნებს.
ქართულ ბანკებში 70.03 მლრდ ლარის დეპოზიტებია განთავსებული
ისრაელის არმია ადასტურებს მოჰამედ ოდეჰის მკვლელობას: ის იყო ერთ-ერთი ბოლო ჰამასის მეთაური, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში
MyCellfie-მ საუკეთესო მობილური აპლიკაციის ჯილდო მიიღო
„როგორ და რატომ უნდა დავიწყოთ აგრობიზნესი“ - თიბისი ბიზნესის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)