|
2015-02-21 16:06:33, 583 ნახვა
პოლიტიკა
პედრო აგრამუნტი: საქართველოს ხელისუფლებამ საპატიმრო ღონისძიებები პოლიტიკური ანგარიშის გასასწორებლად არ უნდა გამოიყენოს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლის პედრო აგრამუნტის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ საპატიმრო ღონისძიებები პოლიტიკური ანგარიშის გასასწორებლად არ უნდა გამოიყენოს. აგრამუნტის თქმით,მას რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არის ამჟამინდელი ხელისუფლების მწვავე კამპანიის ნაწილი წინამორბედების წინააღმდეგ. „საერთო გაუმჯობესების გათვალისწინებით ჩემთვის გასაკვირი აღმოჩნა, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების ასევე დიდი რაოდენობა რჩება წინასწარ პატიმრობაში პრეზუმფციის მიუხედავად, ზოგი მათგანი თითქმის სრულ იზოლაციაში იმყოფება. პოლიტიკური კონკურენტების დემონიზაცია, რომელიც როგორც ჩანს ორმხრივია საქართველოში არ არის სასარგებლო დემოკრატიისთვის. დანაშაულში ეჭვმიტანილების დაპატიმრება, უფლებამისილება პოლიტიკური ანგარიშების გასასწორებლად არ უნდა იყოს გამოყენებული და არც ამისი შთაბეჭდილება უნდა იქმნებოდეს“,-განაცხადა ევროსაბჭოს მომხსენებელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)