|
2016-04-25 14:24:10, 732 ნახვა
სამართალი
ევა გოცირიძე: ანგარიში ბევრ არაზუსტ ინფორმაციას შეიცავს
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ევა გოცირიძეს საბჭოს საქმიანობის შესახებ, არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშთან დაკავშირებით კითხვები აქვს. როგორც გოცირიძე ამბობს, ანგარიში ისეთი ფორმითაა შესრულებული, რომ რჩება შთაბეჭდილება, იგი საბჭოს საქმიანობის მიმართ, რაც შეიძლება მძიმე სურათის წარმოჩენას ისახავს მიზნად. გოცირიძის თქმით, ანგარიშში ბევრი არაზუსტი ინფორმაციაა. "ყველაზე ცუდია, რომ არის სურვილი, რაც შეიძლება ცუდად და ნეგატიურად წარმოჩნდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა. ამის მიზეზი რა არის, ძალიან კარგად ვიცით და თავს ნუ მოვიტყუებთ. ეს ახლა არ დაწყებულა ახლა", - განაცხადა ევა გოცირიძემ. შეგახსენებთ, საქართველოს ახალგაზრდა იუტისტთა ასოციაციამ (საია) და "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნეს. როგორც მათ განმარტეს, მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის ხარვეზები, კონკრეტულად კი ის, რომ მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის და გადაყვანის პროცესი არ იყო გამჭვირვალე. არასამთავრობოები ფიქრობენ, რომ აღნიშნულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების ობიექტურობა ეჭვქვეშ დგება, ასევე საბჭოში არ იყო ისეთი პლურალისტური გარემო, როგორიც წინა საანგარიშო პერიოდში. კვლევაში აღნიშნულია, ისიც რომ მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების სისტემა კვლავ არაეფექტურობით ხასიათდებოდა და არ იყო უზრუნველყოფილი გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების შეფასების პროცესის მინიმალური გამჭვირვალობა. მონიტორინგის შედეგად დადებითადაა შეფასებული ერთი საკითხი, კერძოდ ის ფაქტი, რომ საბჭომ დღის წესრიგის წინასწარ გამოქვეყნება ყველა შემთხვევაში უზრუნველყო.
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)