|
2016-04-25 13:06:33, 747 ნახვა
ეკონომიკა
„პაშა ბანკი“ - ოქროს ბრენდი 2015-ის სპეციალური პარტნიორი
სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში ოქროს ბრენდის დაჯილდოების ყოველწლიური, მეთერთმეტე ცერემონია „Golden Brand 2015“ გაიმართა. ღონისძიების სპეციალური პარტნიორი „პაშა ბანკი“ იყო. ოქროს ბრენდის დაჯილდოება 2006 წლიდან ავლენს წლის წარმატებულ კომპანიებს სხვადასხვა კატეგორიაში და ქვეყნის მასშტაბით ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოებად არის აღიარებული. ღონისძიებას ტრადიციულად დაესწრნენ წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები, ასევე მოწვეული სტუმრები სამთავრობო და დიპლომატიური კორპუსიდან. სტუმრებს სიტყვით მიმართა პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა, შაჰინ მამმადოვმა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პაშა ბანკის მზად ყოფნას, ხელი შუწყოს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებასა და ზრდას. ბ-მა მამმადოვმა ოქროს ბრენდის ჯილდო გადასცა გამარჯვებულ კომპანიებს: ელიტ ელექტრონიქსი; იფქლი; ყავის მწარმოებელი ქართული კომპანია „ჩერი“; ლაბორატორია “ჩემი სახლი”; ასპრია; გაზგასამართი სადგურების ქსელი „ფორმულა გაზი“. „მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა უკვე მეორედ პარტნიორობა გავუწიოთ ოქროს ბრენდის დაჯილდოვებას. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ჯილდო დამატებით მოტივაციას აძლევს ნომინანტ და გამარჯვებულ კომპანიებს მეტი წინსვლისთვის და ბიზნესის განვითარებისთვის“, - აღნიშნა შაჰინ მამმადოვმა, პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა.
(R)
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ამერიკელი მედიამაგნატი Vogue, The New Yorker,-ს მფლობელი დონალდ ნიუჰაუსი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)