10:30 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-21 10:41:33, 887 ნახვა

სამართალი
დიდი ოდენობით ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული პროდუქციის აქციზური მაკრის გარეშე რეალიზაციის ბრალდებით მოქალაქე ელგუჯა საბაური დააკავა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ბრალდებულმა საქართველოს ტერიტორიაზე, შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე განახორციელა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელების რეალიზაცია.

„კერძოდ, საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია უაქციზო არაყი „ფინლანდია“, „ბელუგა“ და „ნეფტი“, ასევე კონიაკი „ჰენესი“ და ვისკი „ჯეკ დენიელსი“, რომელთა საერთო ღირებულება აღემატება 10 000 ლარს.

საქმეზე მიდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის 3-ე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე პატიმრობას“,-  ნათქვამია საგამოძიებო უწყების განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რუსეთი სომხეთს ევროკავშირთან დაახლოების გამო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics