|
2016-04-15 15:38:51, 519 ნახვა
საზოგადოება
მარტში ფულადი გზავნილების მოცულობა 1.3%-ით შემცირდა
გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2016 წლის მარტში ფულადი გზავნილების მოცულობა 1.3 %-ით შემცირდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2016 წლის მარტში ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 90.7 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 216.8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2015 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.3%-ით (1.2 მილიონი აშშ დოლარით) ნაკლებია. სებ-ის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 89.4 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 89.6 პროცენტი მოდიოდა. იმ ქვეყნების ხუთეული, საიდანაც საქართველოში 2016 წლის მარტში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, ასე გამოიყურება: რუსეთი (30.0 მლნ აშშ დოლარი), აშშ (10.0 მლნ აშშ დოლარი), საბერძნეთი (9.9 მლნ აშშ დოლარი), იტალია (9.8 მლნ აშშ დოლარი) და თურქეთი (7.4 მლნ აშშ დოლარი). 2016 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 16.6 მლნ აშშ დოლარი (39.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.0 მლნ აშშ დოლარისა (33.0 მლნ ლარისა) გასული წლის მარტში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)