01:42 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-15 15:08:51, 535 ნახვა

საზოგადოება
გელოვანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა

საბურთალოს რაიონში, ვეძისის დასახლებაში კიდევ ერთი ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია განხორციელდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, კეთილმოეწყო მირზა გელოვანის ქუჩა. ობიექტზე მიმდინარე სამუშაოები გამგებლის მოადგილეების უშუალო ზედამხედველობით მიმდინარეობდა.

მათივე ცნობით, გელოვანის ქუჩაზე რამდენიმე ადგილას დაზიანებული იყო სასმელი წყლის მილები, რომელიც კომპანია „ჯორჯიან ოუთერ ენდ ფაუერის“ სპეციალისტებმა შეაკეთეს. ობიექტზე მოეწყო ბორდიურები და მოასფალტდა ტროტუარები, ასევე მოხდა მიწისქვეშა ჭების ამოწევა საგზაო ნიშნულამდე.

„გელოვანის ქუჩაზე ბევრი პრობლემა იყო, უპირველეს ყოვლისა, დაზიანებული იყო საკანალიზაციო ჭები და სასმელი წყლის მილები. კომპანია „ჯივიპისთან“ ერთად ავარიული ადგილები შეკეთდა, რის შემდეგაც აქ ორფენოვანი ასფალტობეტონის საფარი მოეწყო“, - განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადილემ ლუკა კანკავამ.

საბურთალოს რაიონში საგზაო სამუშაოები გრძელდება. ვეძისის დასახლებაში ამჟამად, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მიმდინარეობს მგალობლიშვილის ქუჩაზეც.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics