01:21 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-13 14:09:14, 494 ნახვა

საზოგადოება
თბილისის რამდენიმე ქუჩაზე გზების კაპიტალური რეაბილიტაცია იგეგმება

უახლოეს მომავალში გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები აბაშიძის, ბარნოვის, ნუციბიძის, ჟღენტის და ჩარგლის ქუჩებზეა დაგეგმილი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დღევანდელი მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დაგეგმილი თუ მიმდინარე საგზაო სამუშაოების შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია დროულად უნდა მიაწოდონ.

"ეს გახლავთ ქალაქის საკმაოდ სტრატეგიული, გადატვირთული და რთული მონაკვეთები და მე მინდა დავავალო შესაბამის სამსახურებს, პირველ რიგში კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს, ასევე, გამგეობებს, ტრანსპორტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებს, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად, განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები სამუშაოების მოსამზადებლად, სწორად გათვალონ და დაგეგმონ სამუშაოების შესრულების პერიოდები და დრო. ქალაქში გადაადგილებისას შექმნილი სირთულეები მაქსიმალურად უნდა შემცირდეს. სამუშაოები უნდა შესრულდეს დადგენილ ვადებში, შესაძლებლობის ფარგლებში კი, კიდევ უფრო ადრეც", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics