|
2016-04-11 16:18:11, 586 ნახვა
საზოგადოება
ნინო სურგულაძე "ოპერის ოსკარის" მფლობელი გახდა
ქართველი მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე იტალიური საოპერო გამომცემლობის მიერ დაარსებული ოპერის ოსკარის მფლობელი გახდა. სურგულაძემ კონკურსში სახელწოდებით „GB ოსკარ ოპერისა და ბალეტის სრულყოფილება“ ნინო სურგულაძემ ნომინაციაში - საუკეთესო მეცო სოპრანო გაიმარჯვა. კონკურსში შვიდი გამარჯვებული გამოვლინდა, მათი დაჯილდოვება 17 მაისს გაიმართება. „მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მგულშემატკივრობდა. კონცერტზე უკვე ჩემი სიმღერით ვეტყვი მათ ჩემს სათქმელს. მინდა აღვნიშნო, რომ კონკურსის ყველა მონაწილე იმსახურებდა გამარჯვებას, ისინი საუკეთესოები არიან", - განაცხადა ნინო სურგულაძემ. კონკურსის ფარგლებში მსოფლიო მასშტაბით 35 ნომინანტი შეირჩა, მათ შორის ორი ქართველი - ნინო სურგულაძე და ანიტა რაჭველიშვილი. იტალიურმა საერთაშორისო საოპერო გამომცემლობამ ოპერის ოსკარი ორი წლის წინ დაარსა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)