|
2016-04-09 17:30:59, 619 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპული მებრძოლების დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო
თბილისის მერი დავით ნარმანია დიღმის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპულთა ნეშტები სამხედრო პატივით დაკრძალეს. ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში კიდევ 12 ნეშტის იდენტიფიცირება მოხდა, საიდანაც სამი თანამებრძოლთა გვერდით, ცხრა კი დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. „ძალიან რთული დღეა, ძალიან ტრაგიკული და მძიმე. მოვედით იმისათვის, რომ ვანუგეშოთ ის ოჯახები, რომელთაც წლების წინ დაკარგეს მათთვის და თითოეული ჩვენგანისთვის ძვირფასი ადამიანები, რომლებიც იქ, კონფლიქტის რეგიონში იმყოფებოდნენ. უნდა მოვიგონოთ მათი სახელები და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მათი სახელები არასოდეს დავივიწყოთ ჩვენ და მომავალმა თაობამ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერი სამების საკათედრო ტაძარშიც იმყოფებოდა, სადაც დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. ამ დროისათვის, სულ, 43 მებრძოლია იდენტიფიცირებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)