|
2016-04-09 11:33:43, 462 ნახვა
საზოგადოება
შსს საქართველოს სკოლებში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას აგრძელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” წარმომადგენლებმა თბილისის მე-8 საჯარო სკოლაში საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი გაკვეთილი ჩაატარეს. ღონისძიება შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის “შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის” ფარგლებში გაიმართა. შსს-ს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციისა და ალიანსის თანამშრომლებმა დარბაზში ქუჩის იმიტაცია მოაწყვეს, საგზაო ნიშნები, შუქნიშანი და ზებრა-გადასასვლელები განათავსეს. მე-5 კლასის მოსწავლეებმა პრაქტიკულ სავარჯიშოებში მიიღეს მონაწილეობა, მოძრაობის წესები შეისწავლეს და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საჭირო ინფორმაცია მიიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ალიანსის წარმომადგენლებმა მოზარდების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფართომასშტაბიანი სოციალური კამპანია 2015 წელს დაიწყო. კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)