|
2016-04-08 18:44:31, 607 ნახვა
საზოგადოება
ანა დოლიძემ გამოფენა - „ნოე რამიშვილი - 135“ დაათვალიერა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე გამოფენას სახელწოდებით „ნოე რამიშვილი - 135“ დაესწრო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა. გამოფენაზე თსუ-ს ბიბლიოთეკაში დაცული ნოე რამიშვილის პირადი ნივთები, წიგნები, საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ეპისტოლარული მემკვიდრეობა, ფოტოები და საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტები იყო წარმოდგენილი. მოგვიანებით, იმავე თემაზე დისკუსია გაიმართა, რომელსც ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ლექტორი, პროფესორი ოთარ ჯანელიძე უძღვებოდა. ღონისძიება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) მთავრობის პირველი თავმჯდომარის, შინაგან საქმეთა, სამხედრო და სახალხო განათლების მინისტრის, ნოე რამიშვილის 135 წლის იუბილეს მიეძღვნა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)