|
2016-04-08 17:46:33, 754 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური „აჭარისწყალი ჯორჯიას" საქმიანობის ანგარიშს დაესწრო
სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში" გამართულ ღონისძიებას - „ინვესტორის ანგარიში საქართველოს მთავრობას" - ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრო. საქართველოს მთავრობისა და საზოგადოების წინაშე კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიამ" საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის 19 მარტს ბათუმში კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას", საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს - ADB, EBRD, IFC შორის საზეიმო ღონისძიებაზე ხელი მოეწერა ორ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს: საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის (IFC, EBRD, ADB) შუახევიჰესის მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ პირდაპირ ხელშეკრულებასა და შუახევიჰესის პროექტის დაფინანსების საბოლოო ფაზის ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც დაიწყო პროექტის დაფინანსება, რომელიც ჯამურად 416 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიციას წარმოადგენს საქართველოს ენერგოსისტემაში. როგორც შეხვედრაზე ითქვა, 1 წლის შემდეგ, კომპანია მოხარულია, აცნობოს საქართველოს მთავრობას, რომ პროექტის 75% დასრულებულია ძალიან მნიშვნელოვანი ორი მიღწევით: 37 კმ სიგრძის სხვადასხვა მიმართულებიდან წამოსულ ორი გვირაბის გაერთიანებასთან დაკავშირებით, რომლითაც პროექტის ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი ნაწილი დასრულდა და მეორე - შუახევის ელექტროსადგურის შენობის მშენებლობის დასრულებით. ამ უმნიშვნელოვანეს მიღწევებთან ერთად, კომპანიამ საქართველოს მთავრობას და საზოგადოებას წარუდგინა ინფორმაცია 70-ზე მეტი სოციალური პროექტის შესახებ, რომელსაც „აჭარისწყალი ჯორჯია" საკუთარი კორპორატიული პასუხისმგებლობის ფარგლებში ახორციელებს მაღალმთიან აჭარაში, კერძოდ, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების მცხოვრებთათვის. აღნიშნული პროექტები ემსახურება ინფრასტრუქტურის განვითარებას, განათლების და ცნობიერების ამაღლების სფეროს, თემების გაძლიერებას მცირე ბიზნესის სხვადასხვა პროექტის ხელშეწყობის გზით. „ვფიქრობ, ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც მიმდინარეობს და ის ნამდვილად რეკორდულად სწრაფ პერიოდში განხორციელდა. ეს არის ერთ-ერთი სერიოზული გამოძახილი იმისა, რომ ქვეყანაში ინვესტორთათვის ყველა პირობაა შექმნილი. აღნიშნული პროექტი საქართველოს ენერგეტიკული დივერსიფიკაციისა და დამოუკიდებლობისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია", - განაცხადა ნოდარ ხადურმა. პროექტის დასრულებას და 187 მგვტ. სიმძლავრის შუახევიჰესის ექსპლოატაციაში მიღებას კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია" 2016 წლის ბოლომდე გეგმავს.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)