03:59 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-07 16:15:59, 1148 ნახვა

რეგიონი
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა გორის სკოლების მოსწავლეებისთვის ტრენინგი ჩაატარა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ პროექტ „მოხალისე ტრენერები დანაშაულის პრევენციისთვის“ ფარგლებში გორის იუსტიციის სახლში ტრენინგი ჩაატარა.

ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრის თემა იყო - „ჯანდაცვა და ადამიანის უფლებები საქართველოში“, რომელსაც ადგილობრივი სკოლების 20 მოსწავლე დაესწრო.  ტრენინგი პროექტ „მოხალისე ტრენერები დანაშაულის პრევენციისთვის“ ტრენერმა, ნინო ბაზიკოშივლმა ჩაატარა. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ჯანდაცვის კანონმდებლობაში არსებული უფლებებისა და მათი პრაქტიკაში რეალიზების შესახებ. 

ტრენინგში გამოყენებული იყო საქართველოს კანონმდებლობა და ევროპული ქარტიის მნიშვნელოვანი ნორმები. მონაწილეებმა ერთობლივად განიხილეს ისეთი მნიშნველოვანი საკითხები, როგორიცაა -  ჯანმრთელობის ცნება, ინფორმაციის მიღების უფლება, მეორე აზრის მოძიების უფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და კონფიდენციალურობის უფლება, სამედიცინო პერსონალისა და სამედიცინო დაწესებულების არჩევის უფლება, დისკრიმინაციის აკრძალვა, ხარისხიანი  და უსაფრთხო სამედიცინო მომსახურების მიღების უფლება,  უფლებების დარღვევა, დარღვეული უფლების აღდგენა. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული რჩევები ჯანდაცვის სფეროში უფლებების რეალიზების კუთხით.

დასასრულს, უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებების შესახებ დისკუსია გაიმართა. იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამები საქართველოს 15 ქალაქში მიმდინარეობს და მათი მთავარი მიზანია არასრულწლოვნებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მოხალისეობრივი კულტურის დანერგვა. პროგრამებში 14-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდები მონაწილეობენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics