|
2016-04-07 14:11:11, 647 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი პირველ ლედისთან ერთად ხარების სადღესასწაულო წირვას სოფელ ქანდაში დაესწრო
საქართველოს პეზიდენტი და პირველი ლედი ხარების სადღესასწაულო წირვას სოფელ ქანდაში ცამეტი ასურელი მამის სახელობის ტაძარში დაესწრნენ. გიორგი მარგველაშვილმა ხარების დღესასწაული საზოგადოებას სოფელ ქანდიდან მიულოცა: „მთელ საქართველოს ქანდის მშვენიერი სოფლიდან ვულოცავ ახლის, იმედის დღესასწაულს, ხარებას. ღმერთმა მთელ საქართველოს ხარების მადლი შეაგრძნობინოს!"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფელ ქანდაში ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტერში სადღესასწაულო წირვა მამა სერაფიმემ (ბით-ხარიბიმ) აღავლინა და გიორგი მარგველაშვილის ოჯახს მაცხოვრის უძველესი ხატი უსახსოვრა. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა ტაძარში მრევლთან საუბრისას, ბავშობაში სირიის ქალაქ მალოულაში სტუმრობა გაიხსენა, სადაც წმინდა თეკლეს მონასტერში, პირველად მოისმინა არამეულ ენაზე შესრულებული მართლმადიდებლური წირვა. სოფელ ქანდაში ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტერი 1997 წელს ამოქმედდა, 2010 წლიდან კი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ღვთისმსახურება ქართულთან ერთად მაცხოვრის ენაზე - არამეულზეც დაწესდა. დღეისათვის მართლმადიდებლურ სამყაროში ქანდის ცამეტი ასურელი მამის სახელობის მონასტერი ერთადერთია, სადაც მართლმადიდებლური წირვა-ლოცვა ქართულ-არამეულ ენებზე აღევლინება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)