|
2016-04-06 12:11:50, 547 ნახვა
საზოგადოება
ჩიქოვანი-დოლიძის დამაკავშირებელ გზაზე ასფალტი პირველად იგება
ჩიქოვანისა და დოლიძის ქუჩების დამაკავშირებელ გზაზე მცხოვრებ მოსახლეობას წელს პირველად ექნება შესაძლებლობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლოს - აღნიშნულ საგზაო მონაკვეთსა და მიმდებარე ჩიხებში საბურთალოს რაიონის გამგეობა ასფალტის საფარიან გზას აწყობს. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, დღეს სამუშაოების მიმდინარეობას საბურთალოს რაიონის გამგებელი გაეცნო. მათივე ინფორმაციით, ბექა მიქაუტაძე მოადგილესთან ერთად, შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა და ობიექტზე მიმდინარე პროცესებზე ინფორმაცია მიიღო. აღსანიშნავია, რომ დოლიძისა და ჩიქოვანის დამაკავშირებელ გზაზე გასულ წელს საბურთალოს რაიონის გამგეობამ ურთულესი პროექტი განახორციელა და აქ სანიაღვრე ქსელი მოაწყო, რომელიც მთის ფერდობიდან ჩამომავალი წყლების უსაფრთხოდ გატარებას უზრუნველყოფს. გზის კეთილმოწყობის სამუშაოებს ობიექტზე კომპანია „ჯეუგრუპი“ ახორციელებს. ასფალტის საფარი აქ 3 780მ2-მდე ფართობზე დაიგება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)