|
2016-04-04 18:25:58, 560 ნახვა
საზოგადოება
სადახლოსა და ფოკაში ქართული ენის შესწავლის უფასო კურსები დაიწყო
სადახლოსა და ფოკაში ქართული ენის შესწავლის უფასო კურსები დაიწყო. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ენის შესწავლის კურსები ეთნიკური უმცირესობებისათვის იუსტიციის მინისტრის ინიციატივით მოქმედებს. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ეთნიკურად არაქართველ მოქალაქეებს, უკეთ დაეუფლონ სახელმწიფო ენას, რაც დაეხმარება მათ, მიიღონ განათლება ქართულ ენაზე, უკეთ გაიცნონ ქართული ლიტერატურა, ისტორია და კულტურა, დასაქმდნენ საქართველოში და თავი საქართველოს სრულფასოვან მოქალაქეებად იგრძნონ. ქართული ენის შეწავლის სურვილი სადასახლოსა და ფოკას 200-მდე მცხოვრებმა გამოთქვა. მათ შორის არიან როგორც სკოლის მოსწავლეები, ისე უფროსები. სასწავლო პროგრამა აპრილის ბოლომდე გაგრძელდება და ის 24 აკადემიურ საათს მოიცავს. პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით ხორციელდება. მასში ჩართულია იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი. სასწავლო კურსები საზოგადოებრივ ცენტრებში მიმდინარეობს. სწავლებას იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერები უძღვებიან, რომლებმაც ქართული ენის სწავლების სპეციალური მეთოდი შეიმუშავეს, რაც ენის შესწავლას უფრო ადვილსა და სახალისოს ხდის. აღსანიშნავია, რომ სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივით, ქართული ენის შემსწავლელი კურსები ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობებისთვის ყვარელწყალის (დუისი), სართიჭალის, კაბალისა და ფოკის საზოგადოებრივ ცენტრებში ადრეც ჩატარდა. იუსტიციის სამინისტრო ქართული ენის სწავლების კურსების ორგანიზებას ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობისათვის მომავალშიც გეგმავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)