|
2016-04-04 14:09:40, 1059 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანის ცნობით, ყარაბაღში სომხური არმიის შტაბი განადგურდა
აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ჯარებმა მთიან ყარაბაღში სომხური არმიის შტაბი გაანადგურეს. ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. "აზერბაიჯანული შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული წერტილოვანი დარტყმით განადგურდა სომხეთის არმიის შტაბი. განადგურდა მოწინააღმდეგის დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა, მათ შორის გენერლები და პოლკოვნიკები", – ნათქვამია განცხადებაში. ე.წ. მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანული მხარის განცხადებას უარყოფს. შეგახსენებთ, კონფლიქტის ზონაში სიტუაციის ესკალაციის შესახებ ცნობები შაბათს დილით გავრცელდა. აზერბაიჯანი და სომხეთი ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ. ბაქო სომხური ტექნიკის და ცოცხალი ძალის დიდ დანაკარგებზე საუბრობს, თავის მხრივ ერევანში აზერბაიჯანელი სამხედროების განადგურების შესახებ აცხადებენ. მთიანმა ყარაბაღმა, რომელიც ძირითადად ეთნიკური სომხებით არის დასახლებლი, საკუთარი დამოუკიდებლობის შესახებ 1991 წელს გამოაცხადა, რასაც შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის რეგიონმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სომხურმა შეიარღებულმა ძალებმა მისი ოკუპაცია მოახდინეს. ოკუპირებულია ასევე მთიანი ყარაბაღის მიმდებარედ აზერბაიჯანის 7 რაიონი. 1994 წელს აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)