|
2016-04-04 12:57:42, 840 ნახვა
სამართალი
მთავარმა პროკურატურამ 11 წლის წინ ჩადენილი მკვლელობის ფაქტი გახსნა
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 11 წლის წინ ჩადენილი მკვლელობის ფაქტი გახსნა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, თბილისში, 2005 წლის 3 დეკემბერს მომხდარი ირაკლი გურაბანიძის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გიორგი შალამბერიძე დააკავეს. „საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გახსნილია ქ.თბილისში, 2005 წლის 3 დეკემბერს მომხდარი ირაკლი გურაბანიძის განზრახ მკვლელობის ფაქტი. დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში ბრალდებული გიორგი შალამბერიძე. ირაკლი გურაბანიძის განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის შს მთავარ სამმართველოში გამოძიება 2005 წელს დაიწყო, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობა ხალხმრავალ ადგილას მოხდა, სამართალდამცავების მიერ დანაშაული ცხელ კვალზე ვერ იქნა გახსნილი. საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 2015 წლის მარტში განაახლა. საქმეზე დაიწყო ინტენსიური გამოძიება, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მოძიებული და დაკითხული იქნენ მკვლელობის უშუალო თვითმხილველები, ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც გამოძიების მიერ სრულად იქნა აღდგენილი 11 წლის წინ ჩადენილი მკვლელობის გარემოებები. გამოძიებით დადგინდა, რომ 2005 წლის 3 დეკემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე N17 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას გიორგი შალამბერიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ირაკლი გურაბანიძეს ყელის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ირაკლი გურაბანიძე გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში, სადაც მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. გიორგი შალამბერიძე, 2016 წლის 1 აპრილს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქმეზე გრძელდება გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)