20:55 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-24 11:51:09, 323 ნახვა

კომენტარი
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ კიევზე რუსი ოკუპანტების თავდასხმა უშედეგოდ არ დარჩება.

უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა სადაც ევროპას აშშ-ს და დანარჩენ მსოფლიოს კონსოლიდაციისკენ მოუწოდა.

"დღეს ღამიდან მოყოლებული ყველგან, სადაც საჭიროა, მაშველები და აუცილებელი სამსახურები მუშაობენ. ყველას, ვინც ამ დარტყმის შედეგად დაიჭრა, დახმარება გაეწევა. ეს ჩვენი მოვალეობაა და სახელმწიფო მას შეასრულებს. მადლობელი ვარ თითოეული მათგანის, ვინც დარტყმების შემდეგ ადგილებზე მუშაობს, რათა ჩვენს ხალხს დაეხმაროს.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ დღის დასაწყისიდან მოყოლებული სულ მცირე 83 ადამიანი დაშავდა. სამწუხაროდ, არიან დაღუპულებიც. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. მძიმე დარტყმა იყო - სხვადასხვა ტიპის 90 რაკეტა, მათგან ბევრი ბალისტიკური 36 და 600 დრონი.

სამწუხაროდ, ყველა ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება ვერ მოხერხდა. ყველაზე მეტი მოხვედრა კიევშია და სწორედ კიევი იყო ამ რუსული თავდასხმის მთავარი სამიზნე. პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“. სამი რუსული რაკეტა წყალმომარაგების ობიექტის წინააღმდეგ, დაწვა ბაზარი, დააზიანა ათობით საცხოვრებელი სახლი, რამდენიმე ჩვეულებრივი სკოლა.
გაუშვა თავისი „ორეშნიკი“ ბელაია ცერკოვის წინააღმდეგ.
რეალურად არაადეკვატურები არიან. მნიშვნელოვანია, რომ ეს რუსეთისთვის უშედეგოდ არ დარჩეს.

დღეს მსოფლიოში ყოველი ადამიანი, ვინც არ გაჩუმდება და ვინც უკრაინას დაეხმარება, სიცოცხლის დამცველია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობის დასამყარებლად და ადამიანების დასაცავად.

მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა მარტო არ იყოს. საჭიროა გადაწყვეტილებები როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისგან, ისე ევროპისა და სხვებისგან, რათა მოსკოვში იმ ძველმა „ორეშნიკმა“ წარმოთქვას სიტყვა „მშვიდობა“. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება! დიდება უკრაინას!" - განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics