|
2016-04-03 14:09:39, 723 ნახვა
საზოგადოება
ვაკის რაიონში თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება გრძელდება
მოსაშვილის ქ.№9-ში, ჭავჭავაძის გამზირის №68-ში, №70-სა და № 72-ში საკანალიზაციო სამუშაოები დასრულდა. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ძველი სარეაბილიტაციო მილები პოლიეთილენის გოფრირებული მილებით შეიცვალა და ყველა დაზიანებული ადგილი შეკეთდა. პროექტის ღირებულებამ 45 000 ლარი შეადგინა. მათივე ინფორმაციით, მოსაშვილის ქუჩაზე დღეს ვაკის გამგებელი მოსახლეობას შეხვდა. „ვაკის გამგეობა განაგრძობს თანადაფინანსებული პროექტების განხორციელებას. ამჟამად კიდევ ათ ობიქტზე მიდის საკანალიზაციო სისტემის სარემონტო სამუშაოები - სამი ბაგებში, ოთხი ვაჟა-ფშაველაზე, ორი ჭავჭვაძეზე, ერთიც წყნეთში“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ. გზის საფარის დაგებას, რომელიც საკანალიზაციო სამუშაოების შემდეგ მოასფალტებას საჭიროებს, გამგეობა უზრუნველყოფს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)