22:32 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-20 19:19:52, 1147 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქის ლაივში ისაუბრა, სადაც ის მოქალაქეების კითხვებს პასუხობს. 

მან აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი არც მაშინ უთქვამს, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა - "ასე რომ არ ვიცი რომელი სამშობლოს შვილია".

მე საფრანგეთის მოქალაქეობა დავტოვე, უარი ვთქვი როცა გავხდი საქართველოს პრეზიდენტი. რაც სხვათა შორის არ გაუკეთებია არც პრემიერობის დროს და არც ახლა, შეიძლება ფრანგები წაართმევენ, მაგრამ თვითონ ივანიშვილს არ დაუტოვებია საფრანგეთის მოქალაქეობა. ასე რომ არ ვიცი რომელი სამშობლოს შვილია. არც მინდა ამაზე პასუხი," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

ცნობისთვის, მიდმინარე წლის 12 მაისს, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ რეზოლუცია დაამტკიცა - რეზოლუციას მხარი 68 დეპუტატმა დაუჭირა და 28 კი წინააღმდეგი იყო.  დოკუმენტის ავტორი, რომელიც საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, თავის პარტნიორებთან ერთად ევროკავშირში, განიხილოს ინდივიდუალური სანქციების დაწესება "ქართული ოცნების" წევრებისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გუნდის წევრი კონსტანს ლე გრიპია.  

რეზოლუცია "გმობს საქართველოს მთავრობის ავტორიტარულ მიმართულებას, ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, შეზღუდვებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაზე, და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას." რეზოლუციაში ფრანგი დეპუტატები ივანიშვილის გუნდის წევრებისთვის არა

მხოლოდ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას, არამედ აქტივების გაყინვასაც ითხოვენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics